logo_geo
eng_logo
დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე ტექნიკური მარილი დაიყარა
- +

8 თებერვალი. 2020. 12:53

 

დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე ტექნიკური მარილი დაიყარა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

„თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები განახორციელა. დაახლოებით, 80 ტონა  ტექნიკური მარილი დაიყარა.

 

ამ ეტაპზე, ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე, ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოები განახლდება.

 

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 261-90-50  ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე - 272-22-22“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner