logo_geo
eng_logo
სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან ასოცირებული ყალბი გვერდები იქმნება
- +

8 თებერვალი. 2020. 13:49

 

 

 

სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან ასოცირებული ყალბი გვერდები იქმნება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

„პერიოდულად, სხვადასხვა სოციალურ ქსელში იქმნება თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან ასოცირებული გვერდები, რომელთა მეშვეობითაც ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, რაც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 

ერთ-ერთი ასეთი ყალბი გვერდია - „ახალი ძალა“, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას ისევე, როგორც ამავე დასახელების ვებგვერდი.

 

ამ და მსგავსი დასახელებით სოციალურ ქსელში მოქმედ არცერთ ანგარიშს კავშირი არ აქვს თავდაცვის მინისტრთან და თავდაცვის სამინისტროსთან“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner