სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან ასოცირებული ყალბი გვერდები იქმნება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„პერიოდულად, სხვადასხვა სოციალურ ქსელში იქმნება თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან ასოცირებული გვერდები, რომელთა მეშვეობითაც ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, რაც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ერთ-ერთი ასეთი ყალბი გვერდია - „ახალი ძალა“, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას ისევე, როგორც ამავე დასახელების ვებგვერდი.
ამ და მსგავსი დასახელებით სოციალურ ქსელში მოქმედ არცერთ ანგარიშს კავშირი არ აქვს თავდაცვის მინისტრთან და თავდაცვის სამინისტროსთან“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.