logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ შევძელით შესაძლებლობის გამოყენება...
- +

8 თებერვალი. 2020. 15:03

 

 

„ძალიან კონსტრუქციული და კარგი ვიზიტი იყო, საქმიანი მიზნებით. ვფიქრობ, ჩვენ შევძელით ამ შესაძლებლობის გამოყენება და დღეს, კონგრესში ჩვენს კოლეგებს  ჩვენი არგუმენტები  და ჩვენი გეგმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აქვთ“, - ასე შეაფასა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი  „ამერიკის ხმის“ სატელევიზიო ეთერში.

 

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების პრიორიტეტულობა და ამერიკელ ხალხს და ამერიკის მთავრობას  მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი საქართველოს მიმართ იჩენენ მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორი იყო გადაწყვეტილება ამერიკელ პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაციის თაობაზე, რათა მათ მიეღოთ მეტი ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების გეგმების, მათ შორის, საარჩევნო საკითხების შესახებ.

 

„ჯერ კიდევ საქართველოში, როდესაც კომენტარები გავაკეთე წერილების შესახებ, ვთქვი, რომ ეს იყო დამატებითი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ პირდაპირ გვესაუბრა ჩვენს კოლეგებთან, პოლიტიკოსებთან კონგრესში და მიგვეწოდებინა მათთვის მეტი ინფორმაცია. რაც უფრო მთავარია, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, გეგმები, რომელიც მომავალს უკავშირდება, რომელიც უკავშირდება მათ შორის, 2020 წლის არჩევნებს, რომელიც მალე გაიმართება და ზუსტად ამ მიზნით, ჩვენ გავაკეთეთ შეხვედრები კონგრესში, შევხვდით სენატორებს და ვისაუბრეთ ყველა ამ მნიშვნელოვან თემაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, პოლიტიკური სპექტრი ხარჯავს მეტ ენერგიას არჩევნების ამა თუ იმ მოდელის შერჩევაზე, მაინც ყველაზე მნიშნელოვან საკითხებად ჩვენი ქვეყნისთვის რჩება უსაფრთხოება, რჩება ვაჭრობის და ეკონომიკის საკითხები, რჩება ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. რა თქმა უნდა, ერთი ვიზიტი არასოდეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები მომდევნო პერიოდში და ეს კომუნიკაცია მუდმივად იქნება ინტენსიურ დონეზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner