ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
რკინიგზას მიხედეთ, რკინიგზას!!!
***
როდის ახერხებს ასეთი ასაკის და ბიოგრაფიის ხალხი ამდენის დაგროვებას?
და მერე იტყვიან, რომ „ნიჭიერი“ და „მაგარი“ კადრების „შიმშილია“ ამ ქვეყანაში... ამ შემთხვევაში, ხომ ეტყობა ეს რკინიგზის მაჩვენებლებს.
ჰოდა, ასეთი „მხეცი“ თუ არის და ასეთი „უნიკალური“, მოჰკიდეთ ხელი და დანიშნეთ კიდევ უფრო მსუყე ადგილზე...
დაიმახსოვრეთ: ეს ენატლიკინა და თვითდაჯერებული, უმწიფარი ყმაწვილი ცუდად დაამთავრებს. მიუხედავად იმისა, რომ მაგარი მფარველი და გამქაჩავი „ძმაკაცები“ ჰყავს... „ქართული ოცნება“ ვერ იამაყებს ამ ტიპით.
ისე, რომ იცოდეთ, ერთი-ორი „შნირიც“ უმშვენებს გვერდს. ტრაბახობენ, რომ ყოვლისშემძლენი არიან, „ფეხებზე ჰკიდიათ“ ადამიანები, მათი პრობლემები, გასაჭირი, სახელმწიფო ინტერესები... მაგალითად რკინიგზის მაღალჩინოსანი - ენაჭარტალა, ჭორიკანა, ყბედი და აბსოლუტურად ჩერჩეტი ვინმე ვიქტორა რაზმაძე. როგორც თავად ავრცელებს ხმებს, „იქედან“ ვარო დანიშნული, ანუ, უშუალოდ „უშიშროებიდან“...
ვინმემ გადასცეს ამ იდიოტ „ჭუჭუ'ლაშვილებს“ და მათ მფარველ-ანგელოზებს სწორედ „იქედან“, რომ მე „გრუ-ს ბებერი გენერალი“ ვარ და არა მათსავით რიგითი „შპანა“ - ინფორმატორი - აგენტი.
ქვეყნის უშიშროების სამსახურს მართლა მინდა ვკითხო: თუ მართალია, რასაც ეს „ჭუჭუ'ლაშვილები“ ყბედობენ და აკეთებენ, ჯერ ერთი, რამ დაგაყრუა-დაგაბრმავათ და, მეორე, ასეთ იდიოტებს და გარეწრებს სად ნახულობთ. დაამოკლებინეთ ტლიკინა ენა ამ შარვლიან TAKO-ებს.
დანარჩენს მოგვიანებით, არ მოგაკლებთ, ყბედებო, ჟურნალისტურ ყურადღებას!