logo_geo
eng_logo
მდინარე რიონში 31 წლის მამაკაცს ეძებენ
- +

8 თებერვალი. 2020. 16:46

 

 

ფოთში მერვე დღეა 31 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მისი კუთვნილი ავტომანქანა მდინარე რიონის ხიდთან ნახეს.

 

„31 იანვარს გაუჩინარდა. დილით მიდიოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, დედამ ნახა, არაფერი განსაკუთრებული არ შეუმჩნევია“, - განაცხადა ოჯახის ახლობელმა ქრისტი ქაჯაიამ.

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ საძიებო სამუშაოები მდინარე რიონში მიმდინარეობს და მასში ჩართულია მყვინთავები და სპეცტექნიკა, ასევე კატერი.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner