logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი წარმატებული პოლიტიკოსია
- +

8 თებერვალი. 2020. 18:35

 

 

„შტაბი არაერთი შეიქმნა, ზოგი მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში შეიძლება შეიკრიბოს და იგივე ხალხი ლეიბორისტების შტაბ-ბინაში იკრიბება. ეს ხალხი სად დაჯდება ფიზიკურად, მნიშვნელობა არ აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასათან დაკავშირებით, რომელიც 1 მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე შტაბის გახსნას გეგმავს.

 

„სხვადასხვა ვარიაცია მოვისმინეთ. შტაბი არაერთი შეიქმნა, ზოგი მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში შეიძლება შეიკრიბოს და იგივე ხალხი ლეიბორისტების, შალვა ნათელაშვილის შტაბ-ბინაში იკრიბება. ეს ხალხი სად დაჯდება ფიზიკურად, მნიშვნელობა არ აქვს. ცუდია ის, თუ ახალგაზრდები, რომლებსაც ემოციური კავშირი არ აქვთ იმ მძიმე პერიოდთან, რაც სააკაშვილის დროს გადაიტანა საქართველომ, იქნებიან ამ პროცესის მონაწილე ისე, რომ სრული ინფორმაცია არ ექნებათ, თუ რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ და პირადად სააკაშვილის შინაგანი ხასიათი და დამოკიდებულება. არ ვფიქრობ, რომ ის წარმატებული პოლიტიკოსია. მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიაა ამ ქვეყანაში. შეიკრიბებიან, შტაბებსაც გახსნიან, შეფასება უნდა იყოს მნიშვნელოვნად უფრო სიღრმისეული, ვიდრე პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner