logo_geo
eng_logo
ტაილანდში შეირაღებულ თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა
- +

8 თებერვალი. 2020. 18:26

 

 

ტაილანდში შეირაღებული თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.

 

ქალაქ ნახონ რატჩასიმას სავაჭრო ცენტრში შაშხანით შეიარაღებულ სამხედრო მოსამსახურეს 16 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

 

ტაილანდის არმიის მოქმედი ჯარისკაცი სამხედრო ბანაკიდან გაიქცა, მოიპარა შეიარაღება და ავტომობილი, ქალაქის ცენტრში მისვლის შემდეგ კი, ჯერ ბუდისტურ ტაძარს გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და სროლა დაიწყო.

 

თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცველებს დაავალა, რომ თავდამსხმელი მოკლე დროში დააკავონ. შეიარაღებული ჯარისკაცის დასაკავებლად პოლიცია და არმია ოპერაციას ერთობლივად ატარებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner