logo_geo
eng_logo
გია ნოდია სააკაშვილზე: "ჩვენ გიჟებს გვეძახდნენო", არადა პირადად მას ეძახდნენ გიჟს
- +

8 თებერვალი. 2020. 22:42

 

 

 

პოლიტოლოგი გია ნოდია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლო ვიდეომიმართვაზე კომენტარს აკეთებს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი აზრით, სააკაშვილს საკუთარმა პარტიამ გაუცრუა იმედები.

“პრაქტიკულად, მიშა ნაცმოდან მიდის და დისტანციურად ახალ პარტიას ქმნის.

2016 წელს, არჩევნების შემდეგ, მიშამ საკუთარი პარტია “გაწმინდა” იმ ხალხისგან, ვინც ახლა ევროპული საქართველოს ხელმძღვნალობას შეადგენს. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ისინი ბევრ (თუმცა არა ყველა) გადაწყვეტილებას მისგან დამოუკიდებლად იღებდნენ; მას იმედი ჰქონდა, რომ ამით პირად კონტროლს დაიბრუნებდა პარტიაზე.

როგორც ჩანს, ამ “გაწმენდილმა” პარტიამაც გაუწბილა იმედები. მისი ზოგი წამყვანი წევრი (ვაშაზე, მელია) ხანდახან ბედავდა, რაღაცაში საჯაროდ არ დათანხმებოდა (არასაჯაროდ რა ხდებოდა, არ ვიცი). ახლა საკუთარი, პირადი მოძრაობა უნდა შექმნას. ენმ მოიხსენია, როგორც ერთ-ერთი ოპოზიციური ძალა, რომელთანაც ასევე ითანამშრომლებს.

ამ მიმართვაში საინტერესო (შესაძლოა – მთავარი) ისაა, რომ პირველი პირის ნაცვალსახელს სულ მხოლობითში ხმარობს – “მე გავაკეთე”, “მე გადავაბარე მმართველობა და ა.შ. (ეს მისი ბოლო გამოსვლების საერთო ტენდენციაა). წინა ხელისუფლების მიღწევები პირადად მისია და ბიძინაც პირადად მან უნდა გადააყენოს.

“ჩვენ” იხმარა მხოლოდ ერთხელ: “ჩვენ გიჟებს გვეძახდნენ”. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მართლა მხოლობითში უნდა ეთქვა: მას ეძახდნენ გიჟს და არა ვანო მერაბიშვილის, ზურა ადეიშვილს, გიგი უგულავას ან გიგა ბოკერიას (მათ სხვა რამეებს ეძახდნენ, გიჟებს არა). რომ არაფერი დამაბრალონ: სამართლიანად ეძახდნენო, არ ვამბობ, უბრალოდ, პირადად მას ეძახდნენ", - წერს გია ნოდია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner