მარნეულის საკრებულოს წევრმა ადილ გულბანოვმა პარტია „ევროპული საქართველოს“ რიგები დატოვეს.
პარტიული სიით არჩეული დეპუტატის თქმით, მასთან ერთად პარტია ოცამდე აქტივისტმაც დატოვა.
ადილ გულბანოვი გადაწყვეტილების მიზეზს ჯერ არ ასახელებს და ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი შეუერთდება თუ არა ის რომელიმე პარტიას.
გულბანოვის თქმით, იგი საკრებულოში მოღვაწეობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.
„მე ვტოვებ პარტიას და მსურს, რომ დამოუკიდებლად გავაგრძელო ბრძოლა და მინდა ყველამ იცოდეს, რომ აღარ ვარ ევროპული საქართველოს წევრი. ჩვენი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვეოდა და ამის გამო დავტოვე პარტია. დეტალებზე დღეს ვერ ვისაუბრებ შეიძლება მომავალში განვაცხადო”, – აცხადებს ადილ გულბანოვი.
„ევროპულ საქართველოს” პარტიის კიდევ ერთი წევრი – ანარ შარიფოვი ტოვებს.
„მეც მინდა გადაწყვეტილება მივიღო, რომ მეც დავტოვო პარტია. მე მინდა ნაღდად რომ ვიყო დამოუკიდებელი ამჟამად და ხვალ ზეგ რა იქნება და ზუსტად არ ვიცი ან დრო გვიჩვენებს”, – აცხადებს ანარ შარიფოვი.