logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მჯერა, ერთად შევძლებთ ახალი ეპოქის გამოწვევებთან გამკლავებას
- +

9 თებერვალი. 2020. 00:21

 

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას მიერ წარმოთქმული სიტყვა პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებიდან 102 წლისთავთან დაკავშირებით: 1918 წლის 8 თებერვალს, პირველი ქართული რესპუბლიკის გამოცხადებამდე, რამდენიმე თვით ადრე, ქართველმა სწავლულებმა, ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით, პირველი ქართული ეროვნული უნივერსიტეტის დაფუძნება შეძლეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თავისი არსებობის მანძილზე, არაერთხელ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლაში, ენის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების შენარჩუნებაში და დამოუკიდებლობის მოპოვებასა და ქართული სახელმწიფოებრიობის განახლებაში.

 



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ლექტორს, სტუდენტს და კურსდამთავრებულს და მთელ საზოგადოებას ვულოცავ ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან თარიღს - პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებიდან 102 წლისთავს. მჯერა, რომ ყველა ერთად გავაგრძელებთ, როგორც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას და სახელმწიფოს განვითარებას, ისე საუნივერსიტეტო განათლების კერებისა და აკადემიური კულტურის განვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ახალი ეპოქის გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობას მისცემს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner