logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: 2012 წლიდან დღემდე თითქმის 12 ათასი ოჯახი დაბინავდა და საკუთრებაში გადაეცა ფართი
- +

13 ივნისი. 2016. 10:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 2012 წლიდან დღემდე თითქმის 12 ათასი ოჯახი დაბინავდა მუდმივად და საკუთრებაში გადაეცა ფართი.



დღეს ჩვენ 209 დევნილ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელს მუდმივ საკუთრებაში. 2012 წლიდან თითქმის 12 ათასი ოჯახი დაბინავდა მუდმივად და საკუთრებაში გადაეცა ფართი. 11 854 ოჯახია ეს უკვე. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება. ეს არის ჩვენი მოვალეობა, ვალდებულება და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ამ ადამიანებს ექნებათ მუდმივი, სტაბილური საცხოვრებელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner