logo_geo
eng_logo
გუბაზ სანიკიძე: ჩემი მოსაზრებები ძალიან დაახლოებულია სააკაშვილისასთან
- +

9 თებერვალი. 2020. 01:05

 

 

პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ მისი მოსაზრები ძალიან ახლოს არის ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებებთან და როდესაც მას კიევში შეხვდა, რაღაც მსგავსზე ისაუბრეს, რომ უნდა გაკეთდეს დიდი ზეპარტიული მოძრაობა – პოლიტიკური ბანაკი.

 

მე რამდენადაც გავიგე ეს არის პოლიტიკური ბანაკის შექმნის სურვილი, სადაც გარდა პოლიტიკური პარტიებისა, იქნება საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ცალკეული პიროვნებები, ანუ დიდი პოლიტიკური ბანაკის შექმნასთან დაკავშირებით საუბრობს, ალბათ. ამ ბანაკის მიზანი უნდა იყოს არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება. ჩემი დამოკიდებულება და ჩემი მოსაზრებები, სხვათა შორის, ძალიან დაახლოებულია ამ აზრთან, რაც  მიხეილ საკაშვილმა გააჟღერა, ჩვენ ამ თემაზე გვქონდა საუბარი, როდესაც მე მას კიევში შევხვდი, რაღაც მაგგვარზე გვქონდა საუბარი, რომ უნდა გაკეთდეს დიდი ზეპარტიული მოძრაობა – პოლიტიკური ბანაკი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner