„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მიმართვა გააზიარა და ყოფილ პრეზიდენტს თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა, ბიძინა ივანიშვილს კი უზურპატორი უწოდა.
გვარამია არსებული პოლიტიკური ვითარების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს, რასაც ბუნებრივია ფეისბუქში მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა მოწონება მოჰყვა, თუმცა გვარამიას სტატუსის მომწონებელთა შორის აფრიკელი, პაკისტანელი და ინდოელი ტროლებიც აღმოჩნდნენ.
აქვე გაგახსენებთ, რომ პირველად უცხოელი ტროლების სკანდალში ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გაეხვა, როდესაც ფეისბუქში ლაიქების გაზრდის მიზნით პრემიერის განცხადება აფრო-ამერიკელი და ინდოელი ტროლები იწონებდნენ.