ანალიტიკოსი გია აბაშიძე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ პირადი შტაბის შექმნასთან დაკავშირებით კომენტარს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოთქვამს. მისი შეფასებით, ეს მისი მორიგი პოლიტიკური აფიორაა.
"ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფებიან. მიხეილ სააკაშვილი სერიოზულ პოლიტიკურ 'დაუნშიფტშია', განსაკუთრებით საგარეო ასპარეზზე. ჯობია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩამოიცილოს სააკაშვილი. ის მათთვის მძიმე პოლიტიკური ტვირთია", - წერს გია აბაშიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.