ტაილანდში სროლის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანია მოკლული, დაშავებულების რიცხვი კი დიდია. ამის შესახებ BBC ავრცელებს ინფორმაციას.
თავდამსხმელი ჯარისკაცია, რომელის დაკავებასაც პოლიცია ამ დრომდე ცდილობს. ის სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრში იმყოფება, სადაც ცეცხლი გახსნა. გამოცემის ცნობით, უმცროსმა ოფიცერმა თავდაპირველად მისი მეთაური მოკლა, შემდეგ კი სამხედრო ბაზიდან იარაღი გაიტაცა. შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში შეიჭრა.
გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლია და შენობიდან სროლის ხმა ისმის.