logo_geo
eng_logo
სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მაშველის ოჯახი ერთჯერადად 100-ათასლარიან, ხოლო ყოველთვიურად 1000-ლარიან შემწეობას მიიღებს
- +

13 ივნისი. 2016. 10:41


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველისა და მაშველის ოჯახი ერთჯერადად 100-ათასლარიან დახმარებას მიიღებს, ხოლო შემდეგ ყოველთვიურად 1000-ლარიან შემწეობას.



შარშან ამ დღეს დაიღუპა მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 8 ადამიანი გადაარჩინა დაღუპვას და საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ ადამიანების გადარჩენას. სიმბოლურია, რომ დღეს, ტრაგედიიდან ერთი წლის თავაზე ჩვენ ვიხილავთ მეხანძრე-მაშველებისა და მაშველებისთვის სამართლებრივი და სოციალური უზრუნველყოფის პაკეტს გაუმჯობესების კუთხით, სადაც მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპვის შემთხვევაში, ზუსტად ისე, როგორც პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად გადაეცემა 100 ათასი ლარი, ხოლო შემდეგ ყოველთვიურად 1000-ლარიანი შემწეობა დაღუპულის ოჯახისათვის. ჩვენ უნდა ვუსურვოთ ყველა მათგანს მშვიდობიანი მოღვაწეობა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ამ დონეზე აყვანა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


ინიციატივა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ეკუთვნის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner