logo_geo
eng_logo
თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზზე“ შეფერხება „დელისზე“ გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია
- +

9 თებერვალი. 2020. 11:40

 

 

 

თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზზე“ შეფერხება ხანძარმა გამოიწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეტროსადგურ „დელისზე“ შპალი დაიწვა.

 

მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

 

„მეტროში ხანძარი არ გაჩენილა. „დელისზე“ იყო გამოძახება, დაიწვა ერთი ცალი შპალი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა“, -აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

 

ცნობისთვის, თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზზე“ შეფერხება დილიდან ფიქსირდება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner