logo_geo
eng_logo
ქრთამის აღების ფაქტზე სატყეო სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
- +

13 ივნისი. 2016. 10:42


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს" კახეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომელი ივანე გვიმრაძე დააკავა.



გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 650 ლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს უფლება მისცა, მის დაქვემდებარებაში არსებული სატყეო უბნის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად შესულიყო და უკანონოდ მოეჭრა დიდი ოდენობით ხე-ტყის სამასალე და საშეშე მერქანი.



აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner