აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება.
საკუთარი არჩევანი დააფიქსირა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.
არჩევნები 5573 საარჩევნო უბანზე ტარდება. ქვეყანაში დარეგისტრირებულია 5.3 მილიონი ამომრჩეველი. მილი მეჯლისის 125 მანდატისთვის 1314 კანდიდატი იბრძვის. არჩევნებს აკვირდება 77 ათასი ადგილობრივი და 850-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.