logo_geo
eng_logo
ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თბილისშია - მათ აეროპორტში სპეციალური შემოწმება გაიარეს
- +

9 თებერვალი. 2020. 17:23

 

 

ჩინეთის ქალაქ იანგჭოუდან საქართველოს სამი მოქალაქე თბილისში უკვე ჩამოვიდა. მოქალაქეების ტრანსპორტირება მათი თხოვნის საფუძველზე მოხდა. ლუკა ბუხრაშვილის, ნინო ვაშალომიძისა და ანი ტატიშვილის ტრანსპორტირება ეკონომიკის მინისტრის დავალებით „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უზრუნველყო. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური შემოწმება გაიარეს.

 

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის ინფორმაციით, მგზავრები ჯანმრთელები არიან, არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომი და დაბრუნდებიან სახლში.

 

„ვადასტურებთ, რომ სამივე მგზავრი მშვიდობით დაბრუნდა სამშობლოში. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ჩინეთის საელჩოდან საქართველოში, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურდათ საქართველოში დაბრუნება, ეს ინფორმაცია გაეგზავნა საკოორდინაციო საბჭოს, რის შემდეგაც ეკონომიკის მინისტრის დავალებით, აეროპორტების გაერთიანებამ უზრუნველყო მათი დაბრუნება საქართველოში. მგზავრებმა უკვე დაასრულეს ყველა საჭირო საკარანტინო პროცედურა, მათ გაიარეს საკარანტინო პროცედურები გამოფრენამდეც. ამჟამად ისინი იღებენ რჩევა-დარიგებას, თუ რა უნდა მოხდეს, როდესაც ისინი დაბრუნდებიან სახლში. ამ ეტაპზე ისინი არიან ჯანმრთელები მათ არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომები და დაბრუნდებიან სახლში“, - აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner