logo_geo
eng_logo
ავსტრალიაში წვიმამ 74 დღის წინ გაჩენილი ტყის ხანძარი ჩააქრო
- +

9 თებერვალი. 2020. 22:55

 

 

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერმა წვიმამ ტყის ხანძარი ჩააქრო და წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა თჰე ჭასჰინგტონ Pოსტ-ი ავრცელებს.

 

წვიმამ ჩააქრო ხანძარი, რომელიც ახალი სამხრეთ უელსის შტატში 74 დღის წინ გაჩნდა და უკვე ქალაქ სიდნეის მიუახლოვდა. ამ დროის განმავლობაში ხანძრის შედეგად 500 ათასი ჰექტარი დაიწვა.

 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე უხვი ნალექი მოვიდა. წყალდიდობის გამო შტატის ხელისუფლებამ 6 სამაშველო ოპერაცია ჩაატარა.

 

ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას სულ ცოტა 33 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner