საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ში, ფილადელფიაში ემიგრანტ ქართველებთან ერთად დავითობის წირვას და საზეიმო ტრაპეზს დაესწრო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ემიგრაციაში მყოფ ქართველებთან შეხვედრა ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა. მადლობას გიხდით თითოეულს, ასე რომ უფრთხილდებით ქართულ ენას, კულტურას და შვილებს სამშობლოს სიყვარულით ზრდით. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის“, - მიმართა არჩილ თალაკვაძემ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული ტაძარი მოინახულა.