logo_geo
eng_logo
ორლანდოს გეი-კლუბის თავდამსხმელი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი იყო
- +

13 ივნისი. 2016. 11:00


თავდამსხმელი ომარ მატინი, რომელმაც გუშინ აშშ-ის ქალაქ ორლანდოს გეი-კლუბში 50 ადამიანი მოკლა, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი იყო. ამის შესახებ ომარ მატინის ექს-მეუღლემ განაცხადა.



მისი თქმით, ყოფილი მეუღლე მას ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა და ნათესავებთან ურთიერთობას უკრძალავდა. მისივე თქმით, ომარ მატინი ჰომოფობი იყო, თუმცა რადიკალური ექსტრემიზმით არ გამოირჩეოდა.



აშშ-ის გამოძიებათა ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, რომ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის მოქალაქემ, ეთნიკურმა ავღანელმა ომარ მატინმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ერთგულების ფიცი დადო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner