logo_geo
eng_logo
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გამომგონებელს ჯეკი ჩანი 1 მლნ იუანს ჰპირდება
- +

10 თებერვალი. 2020. 03:01

 

 

"მე მზად ვარ ყველაფრისთვის", - წერს კორონა ვირუსის გავრცელებით შეშფოთებული ჯეკი ჩანი. მსახიობმა გაავრცელა განცხადება, რომ მეცნიერს, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოიგონებს, 1 მილიონი იუანით დააჯილდოვებს. ლარებში რომ გადავიყვანოთ ეს 400 ათასი ლარია.

ჯეკი ჩანის თქმით კორონა ვირუსი საყოველთაო პრობლემაა და მის წინააღმდეგ ყველამ უნდა იბრძოლოს, იგი მზადაა დიდი რაოდენობის დამცავი ნიღბებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოს ჩინეთი.

მსახიობის თქმით, ის რასაც აკეთებს "მოკრძალებული" ნაბიჯია მისი მხრიდან და რომ ის ვალდებულია დაეხმაროს თავის ქვეყანას, მისი თქმით ის რიგითი მოქალაქესავით იქცევა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner