გაზულუქებული სიმახინჯე, - ამ სიტყვებით საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ მოიხსენია.
მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, რომ „არსებული საარჩევნო კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოიშოროს.
„მე მინდა შეგახსენოთ, რომ პირველი ოპოზიციური გაერთიანება მოხდა ჩემს ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში, ამსტერდამში. და ამით ძაან ვამაყობ. პროპორციული საარჩევნო სისტემა ამ ეტაპზე ნამდვილად სასარგებლო იქნება ნამდვილად, მაგრამ თუ ცესკო იგივე დარჩა ილუზიაც არ უნდა გვქონდეს. შეეცდებიან ამ გაზულუქებული სიმახინჯის, ჟვანიას მეშვეობით არჩევნების მოპარვას”, - განაცხადა სააკაშვილმა.