შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი, სამი იდენტიფიცირებულია.
1984 წელს დაბადებულ, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევ ზ.ს.-ს ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში ან სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობაში, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.