logo_geo
eng_logo
ჩინეთში კორონავირუსთან საბრძოლველად მსოფლიო ექსპერტთა ჯგუფი ჩავა
- +

10 თებერვალი. 2020. 10:22

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს, ჩინეთში მიემგზავრება. ექსპერტები ჩინეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრაზე მიიღეს. ექსპერტების ინფორმაციით, ისინი არა მხოლოდ ვირუსით მახასიათებლებს შეისწავლიან, არამედ გამოიკვლევენ თუ რამდენად მწვავე მდგომარეობაა ქვეყანაში.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ერთი დღის მანძილზე ჩინეთში, ახალი კორონავირუსით 97 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მთლიანობაში, დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა. ამ დროისთვის კი ვირუსით დაინფიცირების 40171 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner