logo_geo
eng_logo
კამბოჯაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა
- +

10 თებერვალი. 2020. 10:56

 

კამბოჯაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა და მას უახლოეს მომავალში საავადმყოფოდან გაწერენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

პაციენტი 60 წლის ცია ციანხუაა, რომელსაც ექიმებმა კორონავირუსის დიაგნოზი ორი კვირის წინ დაუსვეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა და ის საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

 

პაციენტთან ერთად, კარანტინში იმყოფებოდნენ მისი ნათესავები, ასევე შემოწმება ჩაუტარდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ცია ციანხუასთან ერთად იფრინა ქალაქ უხანიდან კამბოჯის მიმართულებით. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner