logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე გიგი უგულავას საქმეზე: პოლიტიკა არავისთვის იმუნიტეტი არ არის
- +

10 თებერვალი. 2020. 11:48

 

 

 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტებთან გიგი უგულავას საქმეს გამოეხმაურა.

 

„კიდევ ერთხელ ვამბობ, ოპოზიცია ყველა შესაძლო გამოძიებას, რომელიც პოლიტიკურ ფიგურას ეხება, მიუხედავად იმისა, მას დანაშაული აქვს თუ არა, ისე უდგება და ფუთავს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკა არავისთვის არ არის იმუნიტეტი, რომ მან გადაცდომა ჩაიდინოს და ამაზე პასუხი არავინ მოსთხოვოს. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ხუნდაძემ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, უჩნდება თუ არა მას კითხვის ნიშნები, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ამ საქმის განხილვა არ მიმდინარეობდა, თუნდაც უზენაეს სასამართლოში, ხუნდაძე პასუხობს:

 

„დეტალებზე ინფორმირებული არ ვარ. როგორც ვიცი, უგულავამ ერთ ნაწილში სასჯელიც მოიხადა. მეორე ნაწილში არსებობს კიდევ კითხვები. პროცედურა ასეთია, რომ გამოძიება წარიმართა და საქმე სასამართლოზე წარდგა, ამიტომ სასამართლოს განხილვას დაველოდოთ“.

 

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც თბილისის განვითარების ფონდს ეხება, უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

 

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner