„გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველაზე დიდი თაღლითობაა მედიცინის მთელი ისტორიის მანძილზე“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რადიო „Sirius XM“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაცია უზარმაზარი ფულის გაკეთების საშუალებაა, ის ორგანიზმის იმუნიტეტს აქვეითებს და ამის შედეგად, ადამიანები ვირუსების მიმართ კიდევ უფრო დაუცველები ხდებიან.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ გრიპის ვირუსის ვაქცინა თავად არასოდეს გაუკეთებია და თავს მშვენივრად გრძნობს. ის ასევე ამბობს, რომ გრიპის ბოლო ვაქცინა „სრულიად არაეფექტურია“ ამ დაავადების მიმართ და ის ადამიანისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს.