logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: ვანო მერაბიშვილის ადგილას თვალებს გავახელდი
- +

10 თებერვალი. 2020. 12:27

 

 

„ვანო მერაბიშვილის ადგილას დავუბრუნდებოდი ოჯახს, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავახელდი თვალებს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ნიკა გვარამიას გადაცემაში ისაუბრა.

 

გვარამიამ ჰკითხა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მოწყობილ შტაბს ვანო მერაბიშვილი უხელმძღვანელებს. სააკაშვილმა ინფორმაცია არ დაადასტურა.

 

„ვანო მერაბიშვილს რამდენჯერმე უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო. ეს კაცი ამდენი ხანი ზის იქ მხოლოდ იმიტომ, რომ არ აიღო სინდისზე ხელი და არ იბოდიალა ტყუილები, რაც ვიღაცებმა იკადრეს.

 

მის მიმართ მე მაქვს პირადი ვალდებულებების განცდა, თუმცა მე ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ, იმ გადაცდომებსაც ვხედავ, რაც მაშინ სისტემებში დაუშვეს. რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ასე ჩაეგდო ხელში ჩვენი ქვეყანა პირად დუქნად.

 

ამიტომ,  პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანზეა, მაგრამ მე მაქვს ჩემი პირადი ემოცია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ როცა ვანო ჩასვეს ციხეში, სრულიად უდანაშაულოდ, რაც  მიუსაჯეს, ეს სრულიად სასაცილო იყო…

 

მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ბედნიერებით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედავდი, გამოვიხედავდი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner