logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: რა უნდა ელაპარაკო თავკერძა ვირს, რომელსაც ენა გადმოუგდია და ხეზე ასვლას „უტორმუზოდ“ ცდილობს!
- +

10 თებერვალი. 2020. 12:30

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნიკა გვარამიამ თეა წულუკიანს წაკბინა, ეუთო/ოდირი კონსტიტუციურობას არ ადგენს, მართალია, თქვენ სტრასბურგს არ გასცილებიხართ, მაგრამ ვენეცია - ასეთი ქალაქიც არსებობს და კონსტიტუციურობას იქ ადგენენო. თან მისთვის დამახასიათებლად წაიუზრდელა.

 

სინამდვილეში კი „ვენეციის კომისია“ 1990 წელს, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა და მისი ოფიციალური სახელია „ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად“.

 

რატომ ჰქვია „ვენეციის კომისია“?

 

იმიტომ, რომ კომისია ყოველწლიურად პლენარულ სესიებს იტალიის ქალაქ ვენეციაში მართავს წელიწადში ოთხჯერ - მარტში, ივნისში, ოქტომბერსა და დეკემბერში.

 

ვენეციის კომისიის მუდმივი (!!!) სამდივნო კი საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მდებარეობს, ევროპის საბჭოს სათავო შენობაში.

 

დიახ, ვენეციის კომისიის მუდმივი სამდივნო იმ სტრასბურგშია, რომელსაც, გვარამიას თქმით, წულუკიანი არ გასცილებია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თეა წულუკიანი იქ რამდენიმე წელიწადს მუშაობდა და ცხოვრობდა.

 

ანუ, თუ ვენეციის კომისიას მიმართავთ, წერილი „ასეთ ქალაქ“ ვენეციაში კი არ უნდა გაგზავნოთ, სადაც მხოლოდ პლენარული სესიები იმართება, არამედ სტრასბურგში, კომისიის მუდმივ სამდივნოში!

 

განმარტებისთვის ვწერ, თორემ, ცხადია, ვიცი: ვირთან ხურმაზე ლაპარაკი უაზრობაა, რადგან ცნობილია, რომ ვირმა არ იცის, ხურმა რა ხილია!

 

(ვირში ვირი მეც არ მიგულისხმია, - მეც ისე ვლაპარაკობ, ანდაზებით!)

 

მით უფრო, რა უნდა ელაპარაკო ყოვლისმცოდნე თავკერძა ვირს, რომელსაც ენა გადმოუგდია და ხეზე ასვლას „უტორმუზოდ“ ცდილობს!

 

თუ ეგ ხვლიკზეა?! „უტორმუზოდ“ ასვლა!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner