„სკოლაში ძალადობა არის, საშინაო დავალება აქ გაქვს - დაგსჯიან. შინ ორიანს მიიტან - დაგსჯიან, საყვედურს გეტყვიან. საზოგადოება მაინცდამაინც არ გესიყვარულება“, - ამის შესახებ, ბავშვთა ფსიქოლოგმა და პედაგოგმა შალვა ამონაშვილმა გადაცემა „სხვა მხარეში“ განაცხადა, სადაც მოსწავლის და პედაგოგის ურთიერთობაზე ისაუბრა.
„ბავშვი რასაც ხედავს, ბავშობიდან და დიდობაში, ისეთი ხდება. გარემო და აღზრდა მიმართულებას აძლევს ბავშვის სულიერ ცხოვრებას. შეიძლება, ის სხვა განწყობით მოვიდა, იმიტომ რომ, როდესაც ბავშვი იბადება, თავისი მისია მოაქვს თან. ჩვენ ისეთი რაღაცები დავახვედრეთ, რომ საკუთარი დაკარგა და ჩვენზე გადმოვიდა. რაც დაინახა, ის გააკეთა.
სკოლაში ძალადობა არის. საშინაო დავალება აქ გაქვს - დაგსჯიან, შინ ორიანს მიიტან - დაგსჯიან, საყვედურს გეტყვიან. საზოგადოება მაინცდამაინც არ გესიყვარულება…
ბავშვი ძალიან განიცდის დიდების ალერსის დეფიციტს, ყურადღებას. ჩვენ თვითონ ვართ კეთილმოსურნეობის, დამთმობის, მიმტევებლობის ნიმუშები?! თუ ეს ნიმუშები არ დაინახა ბავშვმა ათასჯერ, არ ექნება ეს ხასიათი.
ტყუილია ანდაზა, ბავშვი მტრობაში გაზარდე და მოყვარედ გამოგადგებაო. მიჩვენეთ ბავშვი, რომელიც მტრულად გაიზარდა და მოყვრად გამოდგა“, -ამბობს ამონაშვილი.