logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: შეძრწუნებული ვარ თავზარდამცემი ტერაქტის გამო, რომელმაც აშშ-ში უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა
- +

13 ივნისი. 2016. 11:09


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ ორლანდოში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და ამერიკის მთავრობას.



შეძრწუნებული ვარ თავზარდამცემი ტერაქტის გამო, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ორლანდოში უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ, რომ დღეს, 21- საუკუნეში, ასეთი სისასტიკის სამიზნე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოს მოქალაქეების თავისუფლებისა და ოცნების ქვეყანა.

ეს ტრაგედია არის ძალიან მკაფიო სიგნალი ცივილიზებული სამყაროსთვის, რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და აასმაგებს მსოფლიო თანამეგობრობის პასუხისმგებლობას.

ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელად თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკის მთავრობას, ამერიკელ ხალხს, თითოეულ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება. ამ უმძიმეს წუთებში ჩვენ თქვენ გვერდით ვართ", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner