logo_geo
eng_logo
ზურაბ ხონელიძე: ან ჩვენი წარმოდგენაა უნივერსიტეტზე გადაჭარბებული, ან...
- +

10 თებერვალი. 2020. 13:49

 

 

„დრო ისეთი სწრაფი ტემპით იცვლება, რომ უნივერსიტეტი ვერ ასწრებს, იყოს ადეკვატური დროსთან მიმართებაში“, - ამის შესახებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორმა, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ ხონელიძემTV პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

 

„21-ე საუკუნე იდეების საუკუნეა. ქართველები არავის ჩამოვრჩებით გონიერებით და არც უნდა გაგვიკვირდეს, რატომ დაიბადა ეს იდეა საქართველოში. ეს არ არის მხოლოდ ქართული ყველაზე დიდი პრობლემის - კონფლიქტების დარეგულირების, როგორც ჩვენი ლოკალური პრობლემის მოგვარების მექანიზმი და საშუალება. იგი არის ზოგადად ყველა ტიპის კონფლიქტის მოგვარების მექანიზმი. განსხვავებით, არსებული მექანიზმისაგან, როდესაც ჩვენ ვებრძვით კონფლიქტის შედეგებს და ხშირად არ გვესმის კონფლიქტის წარმოქმნის მიზანი და საფუძველი. რა არის საუნივერსიტეტო დიპლომატია? ცალსახად ვაღიარებთ, რომ უნივერსიტეტი არის ის უნივერსალური მოდელი, სადაც მოხდა ახალი ევროპის ფორმირება და ღირებულებათა სისტემის განსაზღვრა და ვიზიარებთ, რომ ეს ასეა. თუ ეს ასეა, რატომ გვაქვს მსოფლიოში ამდენი პრობლემა? ან ჩვენი წარმოდგენა უნივერსიტეტის შესახებ არის გადაჭარბებული, ან უნივერსიტეტის იდეა თვითონ განიცდის კრიზისს, რაც ნიშნავს, რომ ჩამორჩა დროს. დრო ისეთი სწრაფი ტემპით იცვლება, რომ უნივერსიტეტი ვერ ასწრებს იყოს, ადეკვატური დროსთან მიმართებაში. სწრაფი ადაპტირებისთვის უნივერსიტეტის მოდერნიზაცია და განვითარება არაა საკმარისი“, - აღნიშნა ხონელიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner