logo_geo
eng_logo
ზურაბ ხონელიძე: კვლევით ცენტრში ორი აფხაზი თანამშრომელი გვყავს
- +

10 თებერვალი. 2020. 14:35

 

 

„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება“, - ამასთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორმა, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ ხონელიძემ „TV პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

 

„ჩვენ ამ იდეის ქვეშ შევქმენით კვლევითი ცენტრი და მინდა, მადლობა ვუთხრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მინისტრს. ყველა მინისტრი მიუდგა ამ იდეას ოპტიმისტურად და გვიდგანან გვერდით. ცენტრში მხოლოდ ქართველები არ გვყავს. გვყავს 2 აფხაზი - ერთი, რომელიც მოძრაობს საქართველოსა და საქართველოს იმ ნაწილში, სადაც არ ვრცელდება ჩვენი იურისდიქცია. მეორე წამოვიდა აფხაზეთიდან და ცენტრის თანამშრომელია. ის არ ფიქრობს, რომ გაემიჯნა ან უღალატა აფხაზეთს. მას უნდა, გადაარჩიოს თავისი მოძმე აფხაზი.

 

ცენტრის საქმიანობამ დამანახა, რომ აუცილებელია ეს ურთიერთობა და ურთიერთობის გაჯანსაღება არაა საკმარისი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. ეს არის ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც დამაკავშირებელია აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან. არის ქვეყნის ბედის თანაზიარი. გამარჯვება მდგომარეობს გაერთიანებაში ორი უნივერსიტეტისა, მაგრამ ეს გაერთიანება უნდა მოხდეს სოხუმში. დავიწყეთ სვლა სოხუმისკენ. სოხუმიდან თბილისისკენ გზა გადის ხმელეთით სამეგრელოზე. სამეგრელო, მისი რესურსიდან გამომდინარე, მაქსიმალურად არაა ჩართული სამშვიდობო პროცესში. საზღვაო საზღვარი უკავშირდება აჭარას. სამშვიდობო განათლების ცენტრის ფილიალს გავხსნით ზუგდიდში და ბათუმში. დაფინანსება უკვე გადაწყდა და ამას აფინანსებს სახელმწიფო. ხვალ-ზეგ უკვე დავიწყებთ გრანტების მოზიდვასაც, იმიტომ რომ ამის წინაპირობა არსებობს“, - აღნიშნა ხონელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner