„პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ში, ვაშინგტონში ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის აშშ-იში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ვაშინგტონში, აშშ-ში. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიხილეთ ჩვენი მეგობრების კონგრესმენების განცხადებები, რომელიც მოჰყვა ამ ვიზიტს და ეს არის ძალიან ნათელი დასტური იმისა, რომ შედგა ძალიან კარგი დისკუსია - დიალოგი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება, მათ შორის, ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებს. ეს განცხადებები არის ნათელი დასტური იმისა, რომ საუბარი იყო ძალიან კეთილგანწყობილი, ძალიან პოზიტიური და საბოლოო ჯამში ეს გვაძლევს რწმენას, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.