logo_geo
eng_logo
სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
- +

10 თებერვალი. 2020. 15:27

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ,  ქალაქ ზუგდიდსა და სოფელ ჭითაწყარში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის ჯამში 12 020 ღერის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner