რუსეთის საგარეო უწყებაში არ აკონკრეტებენ, დაესწრება თუ არა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ევროსაბჭოს მინისტერიალს, რომელიც მაისში თბილისშია დაგეგმილი.
„ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „ასეთ ნაადრევ ეტაპზე“ მინისტრის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.