logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვისაუბროთ 144/6 ან 148/2 ვერსიებზე - ველოდებით ოპოზიციის კომპრომისულ ვარიანტს
- +

10 თებერვალი. 2020. 16:03

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აშშ-ში არჩილ თალაკვაძისა და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდა.

 

„რაც შეეხება ადამ კინზინგერის განცხადებას, ორი მთავარი მესიჯია მის განცხადებაში -მშვიდობისკენ მოწოდება და კომპრომისი. ამ ფარგლებში, ურთიერთდათმობის ფარგლებში ჩვენ 77/73-იდან გადავდგით ნაბიჯი და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია 100/50-ზე. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. ისინი დგანან საწყის პოზიციაზე და ცდილობენ თავიანთი ულტიმატუმი გაასაღონ კომპრომისად. თუმცა, კომპრომისი და ურთიერთდათმობა ამას არ გულისხმობს.

 

რაც შეეხება სხვა ვერსიებს, ვთქვათ 144/6-ზე ან 148 /2-ზე, მე არ ვიცი ამაზე რამდენად სერიოზულად უნდა ვისაუბროთ. თუ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ უცხოელი პარტნიორები კიდევ ერთ ნიუანსში მოატყუონ, რომ ჩვენც გადავდგით ნაბიჯი და კომპრომისული ვარიანტი შევთავაზეთ, რამდენად განიხილება კომპრომისულ ვარიანტად ეს ვერსიები 145/5-ზე ან 140/10-ზე ან 135/15 -ზე ან 148/2-ზე, ეს მერე შეფასების საგანია და მარტივი შესაფასებელი იქნება. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ველოდებით მათ კომპრომისულ ვარიანტს. ჩვენი კომპრომისული ვარიანტი უკვე ხელისგულზე დევს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner