logo_geo
eng_logo
„ეს ამბავი მხოლოდ მაჩალიკაშვილს არ ეხება და მასში 20 წლის მარტვილელი გოგონაც არის გარეული“
- +

10 თებერვალი. 2020. 16:48

 

 

„ეს ამბავი გარდა იმისა, რომ მძიმეა, საკმაოდ დელიკატურიც არის, რადგან მარტო მალხაზ მაჩალიკაშვილს არ ეხება“, - ამის შესახებ თამა(ზ) სურმავა „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

„მალხაზ მაჩალიკაშვილს დანაშაულის გრძნობა არც იმის გამო აწუხებს, რომ მკვლელებისა და გამაუპატიურებლების გვერდით დგას და არც სხვა ამბის გამო, რომელიც მორალურად არანაკლებ მძიმე და სავალალოა, ვიდრე მკვლელებთან და გამაუპატიურებლებთან დაამხანაგება. ეს ამბავი გარდა იმისა, რომ მძიმეა, საკმაოდ დელიკატურიც არის, რადგან მარტო მალხაზ მაჩალიკაშვილს არ ეხება და მასში 20 წლის მარტვილელი გოგონაც არის გარეული. როგორც ჩვენი წყაროები ამტკიცებენ, ეს ისტორია გასული წლის აპრილში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ საპროტესტო კარავში დაიწყო და გაგრძელდა ბინაში, რომელიც მას დიდუბეში, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდა ნაქირავები.

 

ჩვენმა მარტვილელმა მეგობრებმა, რომლებსაც, თავიანი საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრ სპეციფიკურ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი, იმ 20 წლის გოგონას სახელი და გვარიც გაგვიმხილეს, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილმა თავისი ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის დახმარებით კარავში გაიცნო. თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, მის ვინაობას არ ვასახელებთ“, - წერს სურმავა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner