თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ დაასახელა. თანამდებობაზე კანდიდატად გიორგი მიქაუტაძეა წარდგენილი.
ლევან მურუსიძემ სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სერგო მეთოფიშვილის კანდიდატურა დაასახელა, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში - გიორგი ებანოიძის კანდიდატურა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომების კოლეგიაში - რეზო ნადარაიას კანდიდატურა.
იუსტიციის საბჭო დასახელებულ კანდიდატებს სავარაუდოდ დღესვე უყრის კენჭს.