ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გერმანულ გამოცემა „ბილდთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა დასავლეთისთვის დამღუპველი იქნება.
„დიდი ბრიტანეთის გასვლა შესაძლოა, დასასრულის დასაწყისი გახდეს არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ დასავლეთის მთელი პოლიტიკური ცივილიზაციისთვის. ევროკავშირიდან გასვლა დიდი ბრიტანეთისთვის უარყოფით პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვევს, ევროპული ქვეყნების ეკონომიკაზე კი ნეგატიურ გავლენას მოახდენს", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ბოლო გამოკითხვის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას გამოკითხული ბრიტანელების 43% უჭერს მხარს, 42% კი ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეა.