„მომხდარის თაობაზე შეიტყვეს თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა და რა რეაქცია ჰქონდათ მათ, განსაკუთებით კი მის ქალიშვილს ნატა მაჩალიკაშვილს?“ - ამასთან დაკავშირებით თამა(ზ) სურმავა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
„პანკისის ხეობის უხუცესებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს უხმონ და სთხოვონ, ყურანზე დადებული ფიცის ქვეშ უპასუხოს კითხვებს: დიდუბის ბინაში მომხდარი ამბის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილმა 20 წლის მარტვილელი გოგონასთვის მიცემული პირობა შეასრულა თუ იგი მოატყუა და მოისროლა? მალხაზ მაჩალიკაშვილის ნაქირავებ ბინაში მომხდარის შესახებ გახდა თუ არა ცნობილი 20 წლის მარტვილელი გოგონას ოჯახისთვის, აპირებდნენ თუ არა თბილისში ჩამოსვლას მაჩალიკაშვილთან ანგარიშის გასასწორებლად და ვინ შეაჩერა ისინი? მომხდარის თაობაზე შეიტყვეს თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა და რა რეაქცია ჰქონდათ მათ, განსაკუთებით კი მის ქალიშვილს ნატა მაჩალიკაშვილს?“ - წერს თამა(ზ) სურმავა.