ყოფილი პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სამხრეთ კორეა.
თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან წინ გავარდნენ - Black Mirror რეალობა ხდება.
კომპანია „Munhwa“-მ შეძლო 3 წლის წინ ლეიკემიით გარდაცვლილი გოგონას უზუსტესი პროტოტიპის შექმნა და დედასთან შეხვედრა.
ხმა, სიარული, სირბილი, ძილიც კი ზუსტად გოგონას იყო. დედა ხელითაც კი შეეხო.
კომპანია აღნიშნულ პროექტზე 8 თვე მუშაობდა...“ - წერს ჩრდილელი.