„სხვა საკითხებთან ერთად, მზად ვართ, შემდეგი დიალოგის ფარგლებში მათ მიერ დაყენებულ პირობებზეც ვიმსჯელოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ განცხადება არის საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან შეთანხმებისკენ გადმოდგმული ნაბიჯი. სხვა საკითხებთან ერთად, მზად ვართ, შემდეგი დიალოგის ფარგლებში მათ მიერ დაყენებულ პირობებზეც ვიმსჯელოთ. ამავე დროს გავმართავთ კონსულტაციებს, რათა ვუპასუხოთ მათ მოთხოვნას დიალოგში ჩართვის შესახებ“, - განაცხადა თალაკვაძემ.