logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: მოვუწოდებთ ოპოზიციას, მეტი სიფრთხილით მოეკიდოს რიგ საკითხებს
- +

10 თებერვალი. 2020. 19:05

 

 

„ოპოზიცია ხშირად უსაფუძვლო პანიკაშია და ცდილობს, არაფრისგან ტრაგედია შექმნას“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა.

 

ჩიხელიძის თქმით, კონგრესმენებს ქვეყანაში არსებულ პროცესებზე მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს.

 

„გვსურს, შევაფასოთ კონგრესმენების ბოლო განცხადებები, სადაც ნათლად ჩანს შეცვლილი რიტორიკა და დამოკიდებულება თავდაპირველ კრიტიკასთან მიმართებაში. აღნიშნული ადასტურებს ერთ რამეს, რომ კონგრესმენებს მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყნის შიგნით არსებულ პროცესებზე, ოპოზიცია ხშირად უსაფუძვლო პანიკაშია და ცდილობს, არაფრისგან ტრაგედია შექმნას.

 

ბოლო პერიოდში ოპოზიციის ქმედებები ემსგავსება ისტორიულ ურჩ თავადთა ქცევას, რომელთაც საკუთარი კეთილდღეობისთვის ბრძოლა, ხშირად სახელმწიფოსთან ბრძოლაში გადასდიოდათ და ქვეყნის ინტერესებს აზიანებდნენ. მოვუწოდებთ ოპოზიციას, მეტი სიფრთხილით მოეკიდოს რიგ საკითხებს და ადეკვატურად შეაფასონ საკუთარი მდგომარეობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთი უხერხული სიტუაცია, როგორიც აშშ-ს კონგრესში, ოპოზიციის არასწორი ინფორმაციული აქტიურობის შედეგად შეიქმნა“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner