გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებაზე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მცირე განმარტება გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიგი უგულავას ერთი და იმავე საქმისთვის ორჯერ უწევს სასჯელის მოხდა.
„48 მილიონის გაფლანგვისთვის ადამიანს სასჯელი რომ შეეფარდება, ამას საზეიმო მიღებაზე ვერ გავარჩევთ. ეს არის არასწორი ინფორმაცია, რადგან ეს იყო ერთი და იგივე პროცესი, რომელზეც მესამე ინსტანციამ იმსჯელა. იურისტები არასწორ ინფორმაციას გაწვდიან“, - განაცხადა კობახიძემ.
უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა. 2018 წელს საქალაქო სასამართლომ ყოფილ მერს აღნიშნულ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და სასამართლომ სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.