ვაკის რაიონში, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა.
მაშველი ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისს, თბილისში სტიქიის დროს დაიღუპა. ზურაბმა რვა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
მაშველ ზურაბ მუზაშვილის სახელის ქუჩისთვის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ უკვე მიიღო.